მომსახურების განხორციელებისას შპს „ჯავიკი" (შემდგომში - პროვაიდერი) (ს/კ 402174222 მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებით გათვალისწინებული ნორმებითა და მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
პროვაიდერისთვის მნიშვენლოვანია უზრუნველყოს თავისი მომხმარებლების შესახებ მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება, რათა დანერგოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (შემდგომში - პოლიტიკა) მიზანია განსაზღვროს შპს „ჯავიკი"-ს, როგორც მონაცემთა დამმუშავებლისა და პროვაიდერის მომხმარებლების, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებები და ვალდეუბლებები და განმარტოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძლები და მიზნები.
პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი)
− ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
ბიომეტრიული მონაცემი
− ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის მახასიათებელი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (თითის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურის გარსი (თვალის ბადურის გამოსახულება), სახის მახასიათებელი).
მონაცემთა დამუშავება
− ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება
მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში - მომხმარებელი)
− პროვაიდერის მომხმარებელი ფიზიკური / იურიდიული პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.
თანხმობა
− მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტის) მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება;
მონაცემთა დამმუშავებელი
− წინამდებარე მიზნებისთვის - პროვაიდერი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
უფლებამოსილი პირი
− პროვაიდერის თანამშრომელი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს მონაცემთა დამმუშავებლისათვის ან მისი სახელით;
მესამე პირი
− ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირისა;
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების (მათ შორის ბიომეტრიული მონაცემების) დამუშავება წარმოადგენს პროვაიდერის ვებ-გვერდის/აპლიკაციის და პროვაიდერის მიერ შეთავაზებული მომსახურების და პროდუქტების გამოყენების განუყოფელ ნაწილს;
პროვაიდერის ვებ-გვერდზე/აპლიკაციაზე წვდომით, მომსახურებისა და პროდუქტების გამოყენებით, მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას, რომ იგი გაეცნო წინამდებარე პოლიტიკას, მომხმარებლისთვის გასაგები და ნათელია პოლიტიკით განსაზღვრული პირობები და თანახმაა პროვაიდერმა დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად;
პროვიადერის სისტემაში რეგისტრაციისას და მომსახურებით / პროდუქტებით სარგებლობისას, წინამდებარე პოლიტიკა ხდება მომსახურების გენერალური ხელშეკრულების დანართი;
პროვაიდერი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება პოლიტიკაში, რომლის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში განახლებული ვერსიის გამოყენებით ან/და საკომუნიკაციო საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების სახით;
წინამდებარე პოლიტიკას ამტკიცებს პროვიადერის დირექტორი და ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან;
მონაცემებთა დამუშვებისას პროვაიდერი უზრუნველყოფს:
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პროვაიდერი უფელბამოსილია დაამუშავოს შემდეგი მონაცმები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტორნული ფოსტის მისამართი;
ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია საქმიანობის განხორციელებისას, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისთვის;
პროვაიდერმა შესაძლებელია განახორციელოს მონაცემთა დამუშავება უშუალოდ თვითონ (უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ) და/ან მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირების (დაქირავებული პირების) მეშვეობით.
მონაცემთა დამუშავებისას მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები მონაცემთა დასაცავად;
პროვაიდერი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ვებ-გვერდზე მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემტა დაცვაზე;
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისთვის მისაწოდებელი მომსახურებისა და მომხმარებლის მიერ პროვაიდერის პროდუქტების გამოყენების მიზნებისთვის;
შპს „ჯავიკი", როგორც მომსახურების პროვაიდერი, წარმოადგენს რეგულირებას დაქვემდებარებულ პირს, რომელმაც მომსახურების განხორციელების მიზნებისთვის უნდა მოახდინო მომხმარებლის იდენტიფიკაცია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, შეაფასოს და შეინახოს კანონით დადგენილი ვადით;
პროვაიდერი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების შესრულებისთვის პროვაიდერი ამუშავებს და ინახავს მომხმარებლის შესახებ შემდეგ მონაცემებს:
მონაცემები გროვდება, მუშავდება და ინახება მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან მმინიმუმ 1 წლის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
მონაცემთა მოპოვების წყარო შესაძლოა იყო უშუალოდ მომხარებელი, საჯარო ორგანოები და დაწესებულებები, მომხმარებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები,და სხვა პირები.
მონაცემთა გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ პირებთან: ლეგიტიმური ინტერესის მქონე სხვა ორგანიზაციები და კანონიერი საფუძვლით სხვა პირები.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს:
პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებები შესაძლოა შეიზღუდოს, თუ ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება;
მომხმარებელს უფლებ აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს და მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა გადაწყვეტილების გამოტანამდე;
მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა;
მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევით ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისაგან , მოპოვებისაგან , ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან;
აღრიცხოს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცებემის მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება;
არაელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა მიმართ, უზრუნველყოს მონაცემთა გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების აღრიცხვა;
უზრუნველყოს მონაცემთა დამუშვებასთან დაკავშირებული რისკების ადეკვატური უსაფრთხოების ზომების მიღებას და არსებობას;
მონაცემთა გამჟღავნებისას, აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია: რომელი მონაცემი იქნება გამჟღავნებული, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით. აღნიშნული ინფორმაცია ინახება მონაცემთა სუბიექტის შესახებ მონაცემებთან ერთად მათი შენახვის ვადის განმავლობაში;
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. წინამდებარე პუნქტის მიზენისთვის, მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, წაშლა და განადგულება ხორციელდება მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში, ხოლო დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 3 დღის ვადაში და ძალაშია მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, წაშლისა და განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე;
მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და გაანადგუროს დამუშავებული მონაცემები განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი.
ეს დოკუმენტი შეიქმნა 2025 წლის 3 ივნისს და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას