ვერ გაიგე რისთვის დაჯარიმდი? - Javicapp-ში ეს პრობლემა მოგვარებულია

ვერ გაიგე, რისთვის დაჯარიმდი?
ტელეფონზე შეტყობინება მოგივიდათ, გახსენით და ხედავთ გაურკვეველ, მშრალ ტექსტს: „ასსკ 125-ე მუხლის მე-8 ნაწილი — 50 ლარი“
ნაცნობი სიტუაციაა? რიგითი მძღოლისთვის ასეთი შაბლონური იურიდიული ენა სრულიად არაფრისმთქმელია. იწყება ინტერნეტში ძებნა, მუხლების გადამოწმება ან ნაცნობებთან დარეკვა იმის გასაგებად, თუ კონკრეტულად რა დააშავეთ, სად მოხდა დარღვევა და გემუქრებათ თუ არა მართვის მოწმობაზე ქულების დაკლება
Javicapp სწორედ ამ გაუგებრობას ასრულებს
რატომ არის სტანდარტული ჯარიმის შეტყობინება პრობლემა?
ოფიციალური საპატრულო ოქმები და SMS შეტყობინებები იწერება მკაცრი საკანონმდებლო ენით, რაც მძღოლისთვის რამდენიმე სერიოზულ უხერხულობას ქმნის:
ბუნდოვანი მიზეზი: შეუძლებელია მიხვდეთ, ჯარიმა გამოგეწერათ სიჩქარის გადაჭარბებისთვის, უსაფრთხოების ღვედის გამო, ავტობუსის ზოლში გადასვლისთვის თუ არასწორი პარკირებისთვის
დაკარგული დრო: გიწევთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძიება, რათა გაიგოთ, რას ნიშნავს კონკრეტული მუხლი
უცნობი ქულების სტატუსი: ვერ გაიგებთ, ჩამოგეჭრათ თუ არა ქულები მართვის მოწმობიდან.
როგორ გეხმარებათ Javicapp-ი? (ჩვენი ბენეფიტები)
Javicapp-ში ჩაშენებულია საგზაო კანონმდებლობის ცოდნა. ჩვენ არ გიგზავნით მშრალ და გაურკვეველ მუხლებს - ჩვენგან იღებთ შინაარსობრივად გამართულ, მომენტალურად აღქმად SMS-სა და შეტყობინებას აპლიკაციაში.
1. მარტივი და ზუსტი განმარტება
იურიდიული აბრევიატურების ნაცვლად, შეტყობინებაში პირდაპირ, ადამიანურ ენაზე ვწერთ დარღვევის რეალურ მიზეზს:
„დაჯარიმდით შუქნიშნის აკრძალულ სიგნალზე გავლის გამო“
„ჯარიმა გამოგეწერათ ავტობუსის ზოლში (Bus Lane) მოძრაობისთვის“
„დარღვევა ეხება მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას“
2. პირველივე წამიდან იცით სიმართლე
აღარ გჭირდებათ ინტერნეტში ძებნა ან იურისტებთან კონსულტაცია. შეტყობინების წაკითხვისთანავე ზუსტად იცით, რა მოხდა
3. სწორი და დროული გადაწყვეტილება
როდესაც ზუსტად იცით ჯარიმის მიზეზი, მარტივად იღებთ გადაწყვეტილებას - ისარგებლოთ 10-დღიანი 20%-იანი ფასდაკლებით თუ გასაჩივროთ არასწორად დაკისრებული ჯარიმა
როგორ მუშაობს ეს თქვენთვის?
თქვენგან არანაირი დამატებითი ძალისხმევა არ მოითხოვება:
გადმოწერეთ Javicapp-ი და დაამატეთ თქვენი ავტომობილი
ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, აპლიკაცია გამოგიგზავნით მარტივ, შინაარსობრივ შეტყობინებას
წაიკითხეთ რეალური მიზეზი და მართეთ თქვენი ჯარიმები მშვიდად

